რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი დაიწყეს და უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაგრილების სისტემა მიკროავტობუსების მხოლოდ 20%-შია ჩართული.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" 1-ელი ივლისიდან მძღოლებს კონდიციონერების ჩართვას ავალდებულებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.კომპანია მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს შეუმცირებს.„თბილისის მიკროავტობუსი" მგზავრებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ საინფორმაციო ცენტრში,ნომერზე - 2 200 340.

„„კომპანია კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს" , - ნათქვამია „თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას, პირველ შემთხვევაზე მას ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება, მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა, მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი კომპანია მძღოლთან წყვეტს ხელშეკრულებას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×