(რეზონანსი) ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს,განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ და საგადასახადო ვალდებულებები აღარ ექნებათ.10 მოვაჭრეს,რომლებსაც საქონელი დაზღვეული ჰქონდათ, ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
„დაზარალებული პირების იდენტიფიცირების შემდეგ, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება მოხდება.დაზარალებულ პირებს არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები" , - ნათქვამია განცხადებაში.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. დაშავდა 1 ადამიანი. სულ 15-მდე მაღაზიაა დმწვარი.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.