რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) ამერიკელები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამერიკის „პირო ქალაქის" 7 მაღაზია დილის 9:00 საათიდან 21:00-მდე მუშაობს, განსაკუთრებული დატვირთვა კი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის წინა პერიოდში აქვთ.

სადღესასწაულო ფეიერვერკები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შაბათს გაიყიდა. დიდი მოთხოვნა იყო ფეიერვერკზე „შავი მაგია" და „საჯარო ტრიუკი". პიროტექნიკის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯული ჰეკმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის დღისთვის ამერიკელები გაყიდვების მიხედვით, წელს რეკორდულ, 850 მილიონი დოლარის ღირებულების ფეიერვერკს შეიძენენ. ამის შესახებ გამოცემა „ცენტრალმეინი" წერს.

4 ივლისის დღესასწაულისთვის ჩვეულებრივ, საშუალოდ 825 მილიონის ფეიერვერკი იყიდება, გასულ წელს კი მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღისთვის პიროტექნიკაში 755 მილიონი დოლარი დახარჯეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×