(რეზონანსი)დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, უიმბლდონის ტურნირის I წრეში ჩაერთო. ქართველმა ჩოგბურთელმა 2017 წლის რიგით მესამე, დიდი სლემის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-80 ჩოგანი, არგენტინელი კარლოს ბერლოკი სამ სეტში, 6:4, 7:6, 6:1 დაამარცხა.
მატჩი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო, რასაც პირველი სეტის მოგება მოჰყვა, მეორე სეტში 34 წლის მეტოქემ მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. დაპირისპირების მესამე სეტი გადამწყვეტი გამოდგა.შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე რეიტინგში 28-ე პოზიციაზე მყოფი, ამერიკელი სემ კუერი იქნება.ის უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში კარიერაში მესამედ გავიდა.
უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა. ბასილაშვილმა უკვე მოიპოვა 45 ქულა და დაახლოებით 65 ათასი ევრო.