რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი) რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოსწიეს. ადგილობრივების თქმით, „საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი გუშინ დადგეს.

გორის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე.წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.

ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებელი ბერშუეთის მკვიდრის, გია ხოდელის ბაღში დაამონტაჟეს. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×