რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი) დღის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, საღამოს აგრილდება, აჭარაში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი იქნება.

„დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს" , - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

პროგნოზის მიხედვით, 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიკლებს და აგრილდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×