(რეზონანსი) ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო. 3-4 ივლისს აბიტურიენტები გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ამავე პერიოდში, საქართველოში მაღალი ტემპერატურაა.მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გააფრთხილა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს სეზონზე ყველაზე ცხელი ამინდი იქნება, შესაძლოა მაქსიმალური ტემპერატურა 42 გრადუსი დაფიქსირდეს.
გორის მე-3 საჯარო სკოლაში მოთავსებულ საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები დამონტაჟებული არ არის. აბიტურიენტი სანდრო მარანელი ამბობს, რომ გამოცდებთან ერთად, სიცხესაც უნდა გაუმკლავდეს.
„ერთი თვის წინ დავამთავრე ეს სკოლა და ვიცი, რომ კონდიცირების სისტემა არაა. წარმომიდგენია რა ხდება ამ დროს შიგნით. თუ სიცხემ არ „მოგვცელა", ძალიან ამბიციური ვარ და წარმატებით ჩავაბარებ" , - აცხადებს სანდრო მარანელი.
გორის საგამოცდო ცენტრში დაახლოებით 2200 აბიტურიენტია რეგისტირებული.