რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი) „Facebook"-ი სოციალურ ქსელში იმ მომხმარებლების სტატუსებს დამალავს, რომლებიც „იუზერების" სიახლის ველში ხშირად ჩნდებიან და ე.წ. სენსაციურ მასალებსა და დეზინფორმაციას დებენ. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც გამოცემა „ინდიფენდენთი" ავრცელებს.

„Facebook"-ის ცნობით, კომპანია გეგმავს მომხმარებელთა სიახლის ველში „დაბალხარისხიანი" ბმულების გამოჩენა შეამციროს. სოციალურმა ქსელმა კვლევა ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ ბევრი პოსტის გამზიარებლები, ამავდროულად, უხარისხო ინფორმაციას ავრცელებენ.

„Facebook"-ი გამოქვეყნებულ სტატუსებს გარკვეულ პრიორიტეტებს მიანიჭებს, რომლებსაც მომხმარებელთა სიახლის ველში მოხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ე.წ კედელს უფრო ინფორმაციულს გახდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×