რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი)ინდოეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩამოდიოდა, ქართველი მესაზღვრეების უხეშ მოპყრობაზე საუბრობს. მან წერილით ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართა.

ხუშბუ კაუშალი დეტალურად აღწერს თუ როგორ გააჩერეს ის აეროპორტში და როგორ ალოდინეს თითქმის 9 საათი, ვიდრე უკან გაამგზავრებდნენ. ინდოელი ქალი ასევე აღნიშნავს, რომ აეროპორტში ყოფნის პერიოდში მას მესაზღვრეები შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად უყვიროდნენ.

„ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საშიში და ცუდი 9 საათი, რომელიც თქვენს ქვეყანაში გავატარე" - წერს ხუშბუ კაუშალი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველში ჩასული ინდოელი ტურისტების 90 პროცენტს უკან აბრუნებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×