რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი) თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, თვითმხილველების მტკიცებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა რამდენიმე მოზარდი დაქირავებულ სახლში შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.

ჟურნალისტებს ფაქტი მეზობლებმა და ბავშვების მშობლებმა შეატყობინეს. მეზობლები უცხოელების უბნიდან გაყრას ითხოვენ.

„მაიკა გამხადეს, სურათებს მიღებდნენ, სახლიდან არ გვიშვებდნენ. მერე სპინერი ხელში ჩავარტყი და გამოვიქეცი" , - აცხადებს ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

გადამღები ჯგუფის მისვლისას, უცხოელებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გამოძიება არასრულწლოვნებზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.პოლიციამ გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება სთხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×