რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის გაყვანის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობდა. სამუშაოების დასრულების ვადა რამდენიმეჯერ გადასწიეს, საბოლოოდ კი პროექტი მიატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს.

კომპანია „არქიკულტურამ" პროექტის განხორციელებისთვის 880 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებიყო. „არქიკულტურამ" ამ ხნის განმავლობაში 800 000 ლარი „აითვისა".

სამუშაოს დასრულების ვადა პირველად 2016 წლის 20 დეკემბერს, გამგეობის გადაწყვეტილებით გადასწიეს და სამშენებლო კომპანიას დრო 20 იანვრამდე მისცეს. სამუშაოები კი დღემდე არ ჩატარებულა.

კომპანია „არქიკულტურის" ხელმძღვანელმა, გოჩა გუნიავამ, ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის დასასრულებად, ვადის გადაწევა ორჯერ ითხოვა. კომპანიის დირექტორი სამუშაოების დაგვიანების მიზეზად, ყინვებსა და ზამთრის ცუდ პირობებს ასახელებდა. მეორე ვადა 2017 წლის 21 თებერვალს ამოიწურა. სამუშაოები ისევ არ დასრულდა.

3 მარტს „არქიკულტურას" თანამშრომლებმა სასმელი წყლის შეჩერებული პროექტის სამუშაოები განაახლეს. ადგილზე ტრაქტორი სადემონსტრაციოდ მიიყვანეს. კომპანიის დირექტორი მოსახლეობას დაპირდა,რომ სასმელი წყალი მარტის ბოლოს ექნებოდათ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×