(რეზონანსი) ფოთში, 9 აპრილის ხეივანში, 45 წლის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები გულ-მკერდის არეში, დანით აქვს მიყენებული. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
45 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი ქალბატონია, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს ვერსიები არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილს და მის მეგობარ ქალს კონფლიქტი აქამდეც ჰქონიათ.როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი საცხოვრებელი სახლიდან ხშირად ხმაური გამოდიოდა.
„ისინი ხშირად სვამდნენ და ჩხუბობდნენ. ჭრილობა დანითაა მიყენებული. მიზეზი ჩვენთვის უცნობია" , - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა მანანა გოგოლაურმა.
შსს-ში აცხადებენ,რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.