რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი) სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულ სანელებლებში ტყვიის საგანგაშო რაოდენობაა. მათი თქმით, სუნელებს მუდმივად ამოწმებენ. 2015-2016 წლებში აღებული 38 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღემატებოდა. 2017 წელს აღებული 60-მდე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს კი მიმდინარე კვირის განმავლობაში დადებენ.

„მასშტაბური დარღვევები არ ფიქსირდება. ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის-ევროკავშირის ქვეყნებში" , - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა.

შემოწმებულ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ერთეული მილიონზე. მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარი 0,1-ია.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით, პრობლემის არსებობას უარყოფს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×