რეზონანსი
05.07.2017

 (რეზონანსი)რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართვას. მათ რეფერენდუმის შეკითხვა ცესკოში უკვე დაარეგისტრირეს -„თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?"

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე იმ პროცედურებს განმარტავს, რომლის გავლის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შესაგროვებლად მაქსიმალური დრო - 3 თვე ექნება.

„3 თვის შემდეგ ისინი მასალებს ცესკო-ს წარუდგენენ, თუკი შემოსული მასალები იქნება კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში, აღნიშნული მასალები, ცესკო-ს დასკვნა და ასევე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტს აქვს არაუმეტეს 30 დღე გადაწყვეტილების მისაღებად" , - აცხადებს ანა მიქელაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×