რეზონანსი
05.07.2017

 (რეზონანსი) ამერიკელმა, ფლორიდის შტატში მცხოვრებმა ალან დანმა 8 წელი საიდუმლოდ შეინახა ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. ქმარი ცოლის ცხედარს მაცივარში მალავდა,რადგან სოციალური დახმარება მიეღო, რომელიც გარდაცვლი ქალს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ფლორიდის ადგილობივი სააგენტო, „palmbeachpost"-ი იუწყება.

მარგარეტ დანი 2002 წელს გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო 8 წელი, სანამ მისი მეუღლეც არ გარდაიცვალა, მისი სხეული მაცივარში ინახებოდა. ამ დროის მანძილზე ალან დანმა მეუღლისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების სახით, 92 000 დოლარი მიიღო.

შვილები მზად არიან სახელმწიფოს მიყენებული ზიანი აუნაზღაურონ. ისინი მშობლების სახლის გაყიდვას აპირებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×