რეზონანსი
05.07.2017

 (რეზონანსი) ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ პროვინციაში წყალდიდობა ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, დაიტბორა ქალაქები და განადგურდა სახლები.სტიქიურმა უბედურებამ მილიონობით ადამიანი დააზარალა.

წყლის დონემ დასაშვებ ზღვარს 60 სხვადასხვა მდინარეში გადააჭარბა და 1.2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.

წინასწარი მონაცემებით, დაინგრა 38 000-ზე მეტი სახლი, 880 000 ჰექტარზე კი მოსავალი სრულად განადგურდა. მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი ზარალს ითვლის.სამაშველო ოპერაციაში 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×