(რეზონანსი) სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ამობრუნებული მანქანა ჩანს. როგორც მომხმარებლები წერდნენ, აბაშიძის ქუჩაზე „სითი პარკს" მანქანა გადმოუვარდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფრომაცია, რომ ავტომანქანა ავარიის შემდეგ პატრულს გადაჰყავდა და მათ გადმოუყირავდათ.
ამ საკითხზე განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყებაში ევაკუატორიდან მანქანის ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფენ. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი" წერს
სამინისტროს ცნობით, აბაშიძის ქუჩაზე გადაღებული ფოტოსურათი, ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავს. მათი ინფორმაციით, მოძრავი ავტომანქანა გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ცნობით, ფოტოსურათზე აღბეჭდილი ევაკუატორი ამობრუნებული ავტომანქანის საჯარიმო გადაყვანას ცდილობს. შესაბამისად, მცდარია ინფორმაცია, რომ ავტომანქანა გადაყვანისას ჩამოვარდა.