რეზონანსი
05.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში, აზერბაიჯანში, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კავკასიის რეგიონი ბოლო პერიოდში სეისმურად აქტიურია. 4 ივლისს, საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში, სომხეთში, 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

საქართველოში ბოლო მიწისძვრა 1 ივლისს დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კმ-ში, კერძოდ, ლაფანყურთან ახლოს იყო. მიწისძვრა დაახლოებით 15:53 საათზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×