(რეზონანსი) საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდა, რომ რ.ა.-მ უზბეკეთიდან საქართველოში, მოტყუებით, თითქოსდა დასაქმების პირობით უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ჩამოიყვანა, ჩამოართვა პასპორტები და შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება.
„ვინაიდან, რ.ა. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სასამართლომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.