(რეზონანსი) მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია ანდრიან კანდუმ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.
მისი თქმით, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელშიც სთხოვენ ევროპარლამენტს მიიღონ რეზოლუცია, სადაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა იქნება გახმოვანებული.
„შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ეს იქნება სტიმული, რათა დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, რეფორმები გაგრძელდეს", - განაცხადა ადრიან კანდუმ.