რეზონანსი
05.07.2017

 (რეზონანსი) სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დღეს ბათუმის სანაპიროზე, თორმეტი ადამიანი გადაარჩინეს.

მაშველების ცნობით, ბათუმში საშტორმო მდგომარეობაა, თუმცა მიუხედავად გაფრთხილებისა, დამსვენებლები ზღვაში მაინც შედიან.

"ყველაზე სარისკო მდგომარება იყო ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მაშველებმა ორი ახალგაზრდა საკუთარი სიცოცოხლის რისკის ფასად გამოიყვანეს ზღვიდან. ჯამში მაშველებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს. ყველა მათგანი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. საშტორმო მდგმარეობა ხვალაც შემარჩუნდება. ამ დროისთვის შტორმი 5 ბალს აღწევს,"- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგანტოს აჭარის განყოფილების უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×