რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი) გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში, მდინარე ხობისწყალზე ჩატარებული სამაშველო ოპერაციის ეკიპაჟის წევრებს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენს.

„ეკიპაჟის მეთაურმა ბესიკ გაბიანმა და ეკიპაჟის წევრებმა ბესიკ ბაკურიძემ, შალვა შალიბაშვილმა და დიმიტრი ქააძემ გმირული საქციელი ჩაიდინეს და ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე პრაქტიკულად დასვეს ვერტმფრენი, რის გამოც ისინი ჯილდოს იმსახურებენ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქართველი მფრინავები და მაშველები გუშინ, შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში შტორმის დროს გადარჩენილი ხალხის გამო შეაქო. ასევე მადლობა გადაუხადა ელიავას ბაზრობაზე 2 ივლისს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×