რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი) თბილისის ზღვაში "ოპელის" მარკის ავტომობილი გადავარდა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა,- ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გარდაცვლილთაგან ერთი ტაქსის მძღოლი, ერთი კი რუსეთის მოქალაქეა.

გავრცელებული ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და წყალში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ. ორი დაშავებული მგზავრის გადარჩენა კი, მაშველებმა მოახერხეს.

ამ დროისთვის ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×