რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაღჟერდა ინიციატივა, რომ შესაძლოა აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი გაიზარდოს. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები შედიან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კონცეფციას განიხილავს.

„აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი არ უნდა იყოს 18 და 20 წელი. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ცენზის კიდევ უფრო გაზრდაზე", - აცხადებს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინკაზინო ვალდებული იქნება, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×