რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი) "The Guardian"-ის ცნობით, ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალის" თურქეთის ოფისის დირექტორი იდილ ესერი დააკავეს.

სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ორგანიზაციის სხდომა ტარდებოდა, პოლიცია შეიჭრა და 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის დირექტორიც. დაკავებულთა შორის არიან უცხოური ორგანიზაციების მენტორები გერმანიიდან და შვედეთიდან.

კომპანიის წარმომადგენლებს, არაერთხელ გაუკრიტიკებია თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება. 7 ივნისს, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, ოფისის იმდროინდელი ხელმძღვანელი ტენერ კილიჩი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×