რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი)რამდენიმე წუთის წინ თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე საქართველოში ჩამოასვენეს. ჩამოსვენების შემდეგ ოჯახს კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გარდაცვლილს ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაიყვანენ. ოჯახი თურქეთში ჩატარებულ ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს.

ძმები 39 წლის გივი მაჩაიძის მკვლელობის მოტივად კუთვნილ ხელფასს ასახელებენ. ამბობენ, რომ მას 900 ლირა ჰქონდა ასაღები. მათი თქმით, გივი მაჩაიძეს ჭრილობა ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე დაზიანებები აქვს ყელის არეში. ოჯახი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს. ამბობენ, რომ მკვლელობის დროს გივი მაჩაიძე მეგობარს და დას ტელეფონით დაუკავშირდა, შველას ითხოვდა, ისმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა, ქართულ და თურქულ ენებზე. ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი, გამოძიებას სთხოვს.

ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის" ხელმღვანელ შოთა სიხარულიძემ დაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×