რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი) ფიფას ახალი რეიტინგის მიხედვით საქართველოს ნაკრები 10 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 290 ქულით 112-ე ადგილზეა.

8 ივნისს ვლადიმირ ვაისის ფეხბურთელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა ნევისის ნაკრებთან გამართეს და ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. 12 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან სტუმრად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველ ადგილზე გერმანია იკავებს, ხოლო ბრაზილია და არგენტინა თითო საფეხურით დაქვეითდნენ და შესაბამისად, მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×