(რეზონანსი) "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა.
„ენერგეტიკის სამინისტროს მიღწევები იყო არა მხოლოდ ევოლუცია, არამედ - რევოლუცია. პატარა რომ ვიყავი, ფეხბურთელობა მინდოდა. მითხრეს, რომ არ გამომივიდოდა. მაგრამ როცა გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია. მჯერა, რომ თბილისი ჩემს გვერდით დადგება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 1 ივლისს წარადგინეს. მისი სლოგანი "ჩემი ოცნების თბილისი" იქნება.
"კარგად მაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს, იყო თბილისის მერი. ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა კახა კალაძემ.