რეზონანსი
06.07.2017

 (რეზონანსი) ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სექტემბერში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და „გაზპრომი" გაზიფიცირებას მოაწერენ ხელს. ინვესტიციები 2,5 მილიარდი რუბლით შეფასდა.

„ჩვენ შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირება აუცილებელია, ამიტომ მომზადდება ყველა დოკუმენტი და სექტემბერში "გაზპრომთან" ხელს მოვაწერთ. მომავალ წელს კი, რესპუბლიკა გაზით მომარაგდება", - განაცხადა ბიბილოვმა.

ამ დროისთვის, სამხრეთ ოსეთში გაზიფიცირებულია ქალაქი ცხინვალი. ოკუპირებულ რესპუბლიკას გაზი ძუარიკაუ-ცხინვალის მაგისტრალური გაზსადენით მიეწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×