რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) 7-10 ივლისს საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„7 ივლისს საქართველოში ნარჩუნდება გრილი და წვიმიანი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი" , - ნათქვამია სინოპტიკოსების განცხადებაში.

პროგნოზის მიხედვით, ხვალ დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს.

9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვასაც ელოდებიან.10 ივლისს კი გამოიდარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×