(რეზონანსი) 2018 წლიდან საქართველოში პლასტიკური და არაბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტი და წარმოება აიკრძალება.საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო. იურიდულ საკითხთა კომიტეტზე ცვლილებება გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ წარმოადგინა.მისი ინფორმაციით, სტატისტიკურად, საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 500-დან 600-მდე პოლიეთილენის პარკს მოიხმარს, იმ ფონზე, როდესაც ევროპაში და განვითარებულ სახელმწიფოებში ეს რიცხვი 15-ს არ სცდება.
„ეს არის ყველაზე მსუბუქი პოლიეთილენის პარკი, პლასტიკური ნაწარმი, როემლიც ძალიან დიდ ვიზუალურ პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის და მის დეგრადირებას გარემოში 100 წელი სჭირდება. პრაქტიკა, რომელიც მთელს მსოფლიოში არსებობს, არის მიმართული საერთოდ აკრძალვისკენ, ჩვენი მხრიდან ეს არის პირველი ნაბიჯი" , - განაცხადა მაია ბითაძემ.
თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო, პოლიეთილენი ასეული წლების განმავლობაში რჩება გარემოში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. დაშლის დროს ის ტოქსინების სახით ხვდება გარემოში, რაც ჰაერის, ნიადაგის და წყლის დაბინძურების მიზეზი ხდება.