რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) კასპის მუნიციპალიტეტში სალაშქროდ მყოფი 4 ტურისტი გაუჩინარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2" იუწყება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც ადასტურებენ.

შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, მაშინ, როდესაც ტურისტები სოფელ გოსტიბეში იმყოფებოდნენ. ისინი სამაშველო სამსახურს თავად დაუკავშირდნენ, თუმცა მოგვიანებით, ტურისტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ვეღარ შედგა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო სამსახურები საძიებო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×