რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ თათარიშვილი გაამართლა. ასევე გაუქმებულია მისთვის დაკისრებული გირაო. თათარიშვილს დაუბრუნდება 317 ლარის ოდენობის თანხა და კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მას დაკავებისას თან ჰქონდა.

პრეზიდენტის შვილისა და სიძის მეგობარს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ,27 ივნისს გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი 17 მარტს დააკავეს. მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.

18 მარტს პრეზიდენტის შვილმა „Facebook"-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გოგოჭურმა და თათარიშვილმა ერთმანეთი გადაიღეს იმის დასტურად, რომ მათ ჯიბეებში არაფერი უდევთ. ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თათარიშვილს სუბოტექსი ჩაუდეს. 20 მარტს ამ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პოლიციელების მიმართ მსგავს პრეტენზიებს მტკიცებულებები სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×