რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) მეორე დღეა, პირიქითა ხევსურეთში 5 დაკარგულ ტურისტს ეძებენ. ამერიკელი მოგზაურები სამაშველო სამსახურებს გუშინ, დაახლოებით ღამის 10 საათისთვის დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს. თუმცა, მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

წინასწარი ინფორმაციით, პრობლემები მოგზაურებს ადიდებულმა არღუნმა შეუქმნა. ხევსურეთში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები და ხევები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ჩაკეტილია საავტომობილი გზაც. პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ტურისტებს ეძებენ კასპშიც. 4 ტურისტი 5 ივლისს გაუჩინარდა. სამაშველო სამსახური მათ ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×