რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) ძლიერი წვიმის შედეგად, ნატახტარი-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, სოფელ მუგუდასთან ღვარცოფული პროცესი გააქტიურდა. სტიქიის გამო საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეწყდა.ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მსგავსი პროცესი განვითარდა აღნიშნული გზის 65-ე კმ-ზე, რის გამოც ჯომარდობის ბაზა და საზოგადოებრივი კვების ობიექტი დაზიანდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს და შეაფასეს პროცესი.ამ ეტაპზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×