რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წლიურმა ბრუნვამ 4 303 193 000 ლარი შეადგინა. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, სათამაშო ბიზნესში შემოსავლების შესახებ ინფორმაციას პარლამენტში შექმნილი ის სამუშაო ჯგუფი ავრცელებს, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე მუშაობს.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესის ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. თუ 2014 წელს აღნიშნული ბიზნესის ბრუნვა 2 155 209 000 ლარი იყო, 2015 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 3 მილიარდამდე გაიზარდა, 2016 წელს კი 4 მილიარდს გადააჭარბა.

რაც შეეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების ნებართვის მქონე დაწესებულებების გადასახადებს, 2015 წელს მათ ბიუჯეტში 97 მილიონამდე შეიტანეს, 2016 წელს ეს რიცხვი 110 მილიონამდე გაიზარდა, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით კი, მათ მიერ გადახდილმა თანხამ დაახლოებით 55 მილიონი ლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×