რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) ჰამბურგის ცენტრში დილიდან ანტიგლობალისტების საპროტესტო მსვლელობები იმართება. დემონსტრანტებმა სამიტის მასპინძელი საგამოფენო ცენტრისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ერთ-ერთ ქუჩაზე დემონსტრანტებმა მანქანებიც დაწვეს. გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა აქცია ლოზუნგით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" მეორე დღეა მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად 111 ადამიანი დაშავდა, 40-ზე მეტი კი დააკავეს.

ჰამბურგში საპროტესტო აქციები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. „დიდი ოცეულის" სამიტის მოწინააღმდეგეებთან შეტაკებების დროს 80-მდე პოლიციელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა სმაართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და ნაგვის ყუთებს.

ჰამბურგი და „დიდი ოცეულის" სამიტი დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. საგამოფენო კომპლექსში მისულ სტუმრებს პირადად ანგელა მერკელი დახვდა. უკვე შედგა პირველი კომუნიკაცია ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×