რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) ქალაქ ჰამბურგში, G20-ის სამიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტის- მაკრონის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო საუზმის დროს მიმდინარეობს, საერთაშორისო საკითხებთან ერთად უკრაინის საკითხის მოგვარებას განიხილავენ.

ჰამბურგში, G20-ის სამიტის 7 ივლისს გაიხსნა. იმავე დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათი და 15 წუთს გაგრძელდა. განხილული იყო მრავალი თემა, მათ შორის, სირია უკრაინა, ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპმა პუტინს რამდენჯერმე ჰკითხა 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ, პუტინი კი ყველაფერს უარყოფდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×