რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჟონეთის მკვიდრნი ამბობენ, რომ ყოველი გაწვიმების შემდეგ, სოფელი იტბორება და იქ ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება. ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკებას სთავაზობენ და ითხოვენ, გამოიყოს კომისია, რომელიც მათ საცხოვრებლებს შეაფასებს.

ორი თვის განმავლობაში, სოფელი ძლიერი წვიმისგან სამჯერ დაიტბორა. სოფლის რწმუნებულის თქმით, ყოველი სტიქიის შემდეგ ზარალი ითვლება და ერთჯერადად ხდება ანაზღაურება. გადაწყვეტილება კი მისი აზრით, მოლაპარაკების გზით უნდა მიიღონ.

წუხელ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და წყალმა საცხოვრებელი სახლები და სკოლა დატბორა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×