რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) სააგენტო "როიტერის" ცნობით, მონღოლეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ქვეყნის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ხანტმააგინ ბატულგამ მოიპოვა.

წინასწარი დათვლის შედეგების მიხედვით, ბატულგამ ხმების 50,6% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მონღოლეთში დაგეგმილზე ორი დღით ადრე გაიმართა. პირველ ტურში სამი კანდიდატიდან ვერცერთმა საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო. გამარჯვებულმა კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 38% დააგროვა და ორივე კონკურენტს აჯობა.

მონღოლეთში საპრეზიდენტო არჩევნები მეშვიდეჯერ გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×