რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) ჰამბურგში „დიდი ოცეულის" სამიტის პარალელურად აქციები გრძელდება. „Reuters"-ის ცნობით, ჰამბურგის პოლიცია დღეს დილით ანტიკაპიტალისტურ მომიტინგეებს დაუპირისპირდა, რომლებიც მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით მიმდინარე სამიტის ჩაშლას ცდილობდნენ. როგორც გამოცემა იუწყება, პოლიციამ აქცია დაშალა და 200-ზე მეტი პირი დააკავა.პარასკევს ღამით პოლიციამ მანიფესტანტების დასაშლელად სპეცრაზმიც გამოიყენა.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უკვე მეორე დღეა, რაც ანტიგლობალისტების მასობრივი საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებით მიმდინარეობს. მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური სამიტი, რომელშიც 20 ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს, დღეს დასრულდება.

გუშინ დემონსტრანტებმა სამიტის მასპინძელი საგამოფენო ცენტრისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ერთ-ერთ ქუჩაზე დემონსტრანტებმა მანქანებიც დაწვეს. გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა აქცია ლოზუნგით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" მეორე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა სმაართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და ნაგვის ყუთებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×