რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზისა და მოსკოვის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის.

„ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია ახალ ფაზაში გადასვლა, რადგანაც ორივე ვხედავთ, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის" , - განაცხადა მაკრონმა „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

პუტინმა აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირი და სავაჭრო ბრუნვა გააქტიურდა. გარდა ამისა, მათ პირველი შეხვედრის დროს, მიღწეული შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

მაკრონმა პუტინთან შეხვედრაზე 20 წუთით დააგვიანა. ამისათვის მან რუსეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა, რადგან ის კლიმატის ცვლილების სხდომას ესწრებოდა. „იმედი მაქვს კლიმატი გააუმჯობესეთ" , - უპასუხა პუტინმა.

ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი შეხვედრა 29 მაისს, ვერსალის სასახლეში შედგა.

„ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი ვუთხარით, რისი თქმაც გვსურდა" , - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×