რეზონანსი
09.07.2017

 (რეზონანსი) ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი დააზარალა. სტიქია იყო ნინიგორში, გიორგეთში, აფენსა და ქალაქ ლაგოდეხში. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ბოსტნეული კულტურა. სეტყვას თან ახლდა ქარი, რის გამოც ელექტროსადენები დაზიანდა და სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ლაგოდეხის გამგებლის, გიორგი ბოკერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში მათი წარმომადგენლები სტიქიით მიყენებულ ზარალს სწავლობენ.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა გურჯაანის რაიონიც. სოფელ ვაზისუბნის მცხოვრებლების ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

ვაზისუბნის გამგეობის წარმომადგენლის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია ბაღჩეული კულტურა .

ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის შედეგად ზიანის ოდენობას უახლოეს მომავალში შეისწავლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×