რეზონანსი
09.07.2017

 (რეზონანსი) გორში, წმინდაწყლის ხიდთან ავარია მოხდა.შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში, რომელიც გორის ციხის ძირში მდებარეობს, მოტოციკლი ცხინვალის გზატკეცილიდან შევარდა.

„ეგ ბიჭი ჯორბენაძის ქუჩიდან გამოვიდა. როგორც კი ხიდს მიუახლოვდა გაზი მისცა. „იამკაში" ჩასცხო წინა თვალი. როგორც ჩანს, წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ ბორდიურისკენ წავიდა" - ამბობს თვითმხილველი.

დაშავებულმა პოლიციელებს განუცხადა, რომ საჭე მოსახვევთან ვეღარ დაიმორჩილა.ის „გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×