რეზონანსი
09.07.2017

 (რეზონანსი) 8 ივლისს, პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში სამმა ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილმა (125) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პოლონელი კამილ კოშჩიოლეკი ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

დავით ხუციშვილმა (86) გერმანელი მეტოქე დაამარცხა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ბერძნულ-რომაული" სტილით მოჭიდავეებიდან, ბრინჯაოს მფლობელი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე გახდა.სხვა წონით კატეგორიებში ქართველები მედლების გარეშე დარჩნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×