რეზონანსი
09.07.2017

 (რეზონანსი) ბათუმის ბულვარში პოლიცია ქართულ ცეკვას კრძალავს.ამის შესახებ

ინტერნეტმომხმარებელი ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ის მიმართავს ქალაქ ბათუმის მერიას და ბულვარის ადმინისტრაციას,როომ ფაქტით დაინტერესდნენ.

„ნახეთ რა ხდება ბათუმის ბულვარში, სადაც დაცვის პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს. მიზეზს არ ხსნიან, იმიტომ რომ ასე უნდათ. სინამდვილეში მთელ ბათუმში ისმის თურქული და ირანული მუსიკები! თურმე თურქეთის საელჩოს არ მოსწონს და ხელს უშლის ქართული მუსიკა და ცეკვა, რომელიც იქვეა 30 მეტრში" , - ნათქვამია სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

ნინული ქავთარაძე მომხდარის გამო საპროტესტო აქციებსაც აანონსებს: „14 ივლისს, 20 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე 24-ე სკოლიდან იწყება ქართველთა მარში!".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×