რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) „იერუსალიმ პოსტის" ცნობით, უნგრეთში, სახელმწიფო ხაზინის დაფინანსებით, გამოჩნდა პლაკატები, სადაც 86 წლის სოროსი მომღიმარი სახით იყურება და თან ახლავს წარწერა - "არ მისცეთ ჯორჯ სოროსს უფლება ბოლოს გაიცინოს".

ისრაელის ელჩი ბუდაპეშტში იოსებ ამრანი და უნგრეთის ებრაული საზოგადოება ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, შეწყვიტოს ანტისოროსული კამპანია, რადგან მსგავსი მოვლენები "ანტისემიტიზმს აღვივებს" (ჯორჯ სოროსი დაიბადა უნგრეთში, ებრაულ ოჯახში).

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები, პლაკატებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

უნგრეთის პრემიერმინისტრი ჯორჯ სოროსს ადანაშაულებს, რომ მისი იდეების და საქმიანობის გამო, ევროპაში მოზღვავებულია იმიგრანტების რაოდენობა.

13 ივნისს, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლს ამკაცრებს. უპირველესყოვლისა, ეს ეხება იმ ორგანიზაციებს, რომელსაც მხარს უჭერს მილიონერი ჯორჯ სოროსი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×