რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) ისრაელში საქართველოს კონსულის ალექსანდრე ჯიშკარიანის ცნობით, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან ისრაელში არამიზნობრივად მიემართებიან და შესაბამისად, ისრაელში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელიც საკმაოდ შემცირებულია.

კონსულის თქმით,, ეს გარკვეულწილად საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანასთან დაკავშირებული:

„წლის დასაწყისში გვქონდა ძალიან მძიმე სიტუაცია. ძალიან ბევრი ადამიანი მოემართებოდა და სწორედაც რომ თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავდნენ ისრაელს. მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს, მარტის თვეში ინერციით გაგრძელდა სირთულეები, მაგრამ რაც შეეხება აპრილს და მაისს, ჩვენ გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი რესურსებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე ვახორციელებთ მონიტორინგს, რა პროცესები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკლებულია რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც არამიზნობრივად მოემართებიან ისრაელში და შესაბამისად, უარის თქმის მაჩვენებელი შემცირებულია", -განაცხადა ჯიშკარიანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, ისრაელში საქართველოდან 18437 ადამიანი შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა. საზღვარის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×