რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) „როიტერის ცნობით", თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ნიჰათ ზეიბეჩკს ავსტრიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ზეიბეჩკს მონაწილეობა უნდა მიეღო ავსტრიაში მცხოვრებ თურქული საზოგადოების მიერ მოწყობილ ღონისძიებაში, რომელიც თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის წლისთავს ეძღვნებოდა.

ავსტრიაში აცხადებენ, რომ ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იქნება, ხოლო ეკონომიკის მინისტრის იქ ყოფნამ შესაძლოა ავსტრიის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. ზეიბეჩიკის არმიღების საკითხი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გადაწყვიტა.

11 მარტს, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო. ამ საქციელის გამო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჰოლანდიელებს „ფაშისტები" უწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×