რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) "ბიბისის" ცნობით, ინდოეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც მეუღლის მკვლელობა ედება ბრალად. მკვლელობის მიზეზი კი დაგვიანებული ვახშამი იყო:

„60 წლის მამაკაცი ყოველდღე სვამდა. ცოლს მასთან დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ ქმარმა მას ვახშამი მოსთხოვა და როცა მეუღლემ სუფრის გაშლა დააგვიანა, მან ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა", - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციის წარმომადგენელმა.

გამოკითხული ინდოელების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქმარს შეუძლია ცოლი სცემოს მისი ნათესავების უპატივცემულობის, ბავშვების მიმართ უყურადღებობისა და საჭმელის მომზადების დაგვიანების გამოც კი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×